სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

ოფიციალური ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომ-2026″ ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე, რომლის თემაა „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“.

დაგეგმილია ასევე ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარესთან, მიხაილ მიშუსტინთან.