სომხეთი დღეს ფაქტობრივად იმ გზას იმეორებს, რომელიც უკრაინამ 2013-2014 წლებში გაიარა – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა განაცხადა „ვესტისთან“ ინტერვიუში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (ПМЭФ) ფარგლებში, იუწყება ТАСС.

„ცოტა ხნის წინ  [რუსეთის პრეზიდენტი] ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი, ასევე [ბელარუსის პრეზიდენტი] ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკო საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სომხეთი არსებითად იმეორებს უკრაინის 2013-2014 წლების გამოცდილებას. აქ კი საჭიროა სერიოზული დაფიქრება, რათა არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა.“

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი დაიწყო ისეთი სიტუაციით, რომელიც ჰგავს იმას, რაც ახლა სომხეთში ხდება.

მსგავსი მესიჯით წინასაარჩევნო აქცია გამართა სომხეთში ოპოზიციურმა, პრორუსულმა ძალამ.

ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე