რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი დაიწყო ისეთი სიტუაციით, რომელიც ჰგავს იმას, რაც ახლა სომხეთში ხდება.
პუტინის თქმით, ეს განსაკუთრებით დაკავშირებული იყო ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებთან.
„მე უკვე ვახსენე ეს. უკრაინის კრიზისი დაიწყო მაშინ, როცა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობდა. ჩვენ წინააღმდეგი არ ვიყავით“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ასტანაში, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სხდომა გაიმართა.
სხდომას არ დაესწრო გაერთიანების წევრი ქვეყნის, სომხეთის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.
სომხეთის ЕАЭС-იდან დისტანცირების ფონზე და იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო ასტანაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სხდომას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი ქვეყნების ლიდერებმა [ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტები] სომხეთთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე
