„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ [სომხეთის რკინიგზის ოპერატორი] 14 ივნისიდან იწყებს ერევანი-თბილისი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით საერთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობითვე, საფირმო მატარებლის „არმენიას” თანამედროვე და კომფორტული ვაგონები ადაპტირებულია შორეული მგზავრობისთვის.
კომპანიის ცნობით, მატარებელი პირველ ოქტომბრამდე დღეგამოშვებით იმოძრავებს.
