საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს:
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას და აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
შეხვედრაზე, რომელსაც ილჰამ ალიევი და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ, დღეს შედგა.
ამავე შეხვედრის დროს, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისად, თბილისი-ბაქო სარკინიგზო მიმოსვლა 2026 წლის 26 მაისიდან უნდა აღდგეს.
