ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლის არჩევნები დღეს მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.
კობახიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია.
„2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 15 მაისს ოპოზიციის ალიანსმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობები წარადგინა, რომელთა შორისა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული პირობები. მათ შორის ოპოზიცია ითხოვს ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის დაბრუნებას.
