“ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირველი მონაწილეობა სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფორმატშია გამოსვლა. იმედი მაქვს, რომ 2028 წელს შესაძლებლობა მექნება ვესტუმრო აზერბაიჯანს, რათა მონაწილეობა მივიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეათე სამიტში. სხვათა შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთდახმარებით უჭერდნენ მხარს ერთმანეთის კანდიდატურებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტების მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანში სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირის დელეგაციაც ჩავიდა

ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას საერთაშორისო კონტექსტში, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე.

„რა თქმა უნდა, ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტშიც, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო დგას მრავალი მზარდი გამოწვევის წინაშე  – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. გავვბედავ, იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად ეს სამიტი შესაძლოა ისტორიულიც გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. წარმატებასა და მიზნის მიღწევის სიმტკიცეს გისურვებთ, არა აუცილებლად ერევანში, მაგრამ იმედია, უახლოეს მომავალში“.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ლიდერებს წარმატებული, შინაარსიანი და პერსპექტიული დისკუსიები უსურვა