პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან – მოსაყდრე შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც საპატრიარქო კანდიდატების გამოსარჩევად კენჭისყრა გაიმართა.
საპატრიარქო კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
• სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
• მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
• ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.
ახლა პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ. ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქი ის გახდება, ვინც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, შესაბამისად პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 20 ხმა სჭირდება.
