პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს. შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება), რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.