“საქართველოს მოქალაქე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, აფხაზეთში დააკავეს”- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულია ემზარ ბაღიშვილი, რომელიც აფხაზეთში ბინადრობის ნებართვას ფლობდა და, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგროვებდა და გადასცემდა მონაცემებს საქართველოს სპეციალურ სამსახურებს.
“გავრცელებული ცნობით, ის საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტებზე”, – წერს აფხაზური მედია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
