ყველაფერი, რაც ქალს ჯანმრთელობის, საჯანსაღისა და თავის მოვლისთვის სჭირდება, PSP უსაზღვროდ დიდ არჩევანს სთავაზობს, ამასთან მსოფლიოში ცნობილი ბრნედების პროდუქციაზე 10 მარტის ჩათვლით განსაკუთრებულ, 70%-მდე ფასდაკლებას აცხადებს.

ეს მრავალფეროვნება და გრანდიოზული ფასდკლება ძალიან ამარტივებს ქალთა დღეების საჩუქრების შეძენას. მსოფლიოშ ცნობილი 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქტებიდან სასურველს ადვილად იპოვი, მაგრამ ყველას ერთად ხომ არ ყიდი; საკითხი დგება, ომელი უფრო ჭირდება ქალს: შრატი თუ სახის ნიღაბი? სახის ნიღაბი თუტუში? ბალზამი თუ კონდიციონერი? კონდიციონერი თუ თმის ზეთი? კოლაგენი თუ ვიტამინი? CC კრემი თუ კონსილერი…

და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კოსმეტიკა თუ ყვავილები, სუნამო თუ სამკაული,უ…-ზე იმტვრევდა თავს, აღმოჩნდა, რომ ქალების უდიდეს ნაწილს სინამდვილეში მეტი გამოძინება, სამსახურის მერე დასვენება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახში ზრუნვის გადანაწილება, სქესის განურჩევლად დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა, ქალებზე სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, პროფესიების სქესის მიხედვით არდაყოფა, მისი არა, რომ არად ისმოდეს და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილება სჭირდებათ.

„ეს ერთგვარი აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც PSP-ს კომუნიკაციას მუდამ თან სდევს – გამბედაობა გავუსწოროთ თვალი რეალობას შეულამაზებლად, დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“-აცხადებენ PSP-ში.