ახალი ამბები

რუსეთი: ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ტანკერს უკრაინა დაესხა თავს

4 მარტი, 2026 •
რუსეთი: ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ტანკერს უკრაინა დაესხა თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 მარტს ხმელთაშუა ზღვაში, მალტის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, რუსულ გაზმზიდ ტანკერ „არქტიკ მეტაგაზზე“ თავდასხმა განხორციელდა.

“ტანკერს, რომელიც მურმანსკის პორტიდან ყველა საერთაშორისო წესის დაცვით რეგისტრირებული ტვირთით გადაადგილდებოდა, ლიბიის სანაპიროდან უკრაინული დრონები დაესხნენ თავს“.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მალტისა და რუსეთის სამაშველო სამსახურების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ეკიპაჟის ოცდაათივე წევრი (რუსეთის მოქალაქეები) გადარჩენილია.

რუსეთი ამ მომხდარს “საზღვაო მეკობრეობის აქტის“ კვალიფიკაციას აძლევს.

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Arctic Metagaz-ს, რომელსაც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა, ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი