ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსთამთავრებულები ერთობრივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი შეფასებით, “ქართული ოცნების” განათლების რეფორმა არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, არამედ “საგანმანათლებლო სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების” მცდელობაა.
ისინი საუბრობენ ფსიქოტრავმატოლოგიისა და სოციალური ფსიქიატრიის სამაგისტრო პროგრამების შესახებ, რომლებიც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საერთოდ გაუქმდება ილიას უნივერსიტეტში.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების – ნინო მახაშვილისა და ჯანა ჯავახიშვილის თავდაუზოგავი შრომით. მათ, უცხოელ კოლეგებთან და დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში უდიდესი რესურსი ჩადეს და ათწლეულები მიუძღვნეს.
პროგრამა თავისი მოდელით, შინაარსითა და ღირებულებებით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ტრავმაინფორმირებული და ტრავმაზე ფოკუსირებული მიდგომებით.
ქვეყანაში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჰყავს ათასობით დევნილი, ომგამოვლილი და ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, ამ ცოდნის წყაროს დახურვა ნიშნავს ერთადერთი სივრცის განადგურებას, სადაც იზრდებიან თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები და ამ სფეროს მომავლის საყრდენი საქართველოში.
საქართველომ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა და გადავიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებულ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მოდელზე, რაც მოითხოვს სოციალური ფსიქიატრებისა და ფსიქოტრავმის სპეციალისტების მომზადებას, რომელსაც ეს პროგრამა უზრუნველყოფს. მისი გაუქმებით სახელმწიფო რეალურად ახორციელებს საკუთარივე რეფორმის საბოტაჟს, რადგან სერვისების განვითარება კვალიფიციური კადრების გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი პროგრამა ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკას. მისი გაუქმება გზას უხსნის მოძველებული, სტიგმაზე დაფუძნებული და მხოლოდ სამედიცინო მოდელის დომინაციას, რაც ათწლეულებით უკან დახევს ქვეყანას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ფსიქოტრავმატოლოგიისა და სოციალური ფსიქიატრიის მიმართულების შემდეგი კურსდამთავრებულები:
- ელენე ქორიძე
- შორენა ზედგინიძე
- რუსუდან ბადრიაშვილი
- ლუსი ჯალაღანია
- ქეთევან კერესელიძე
- გიორგი ხარაიშვილი
- თამარ ამაშუკელი
- ლიანა გოგოლიძე
- თაკო თევდორაშვილი
- მარიკა ტყეშელაშვილი
- ელენე ბერიკაშვილი
- მარიამ გვილავა
- ქეთი ჟღენტი
- ანა ალბუთაშვილი
- გიორგი წოწკოლაური
- თინათინ ქარელი
- ნანა მაზიაშვილი
- თათული გიგიტაშვილი
- ცირა გულუა
- ლაზარე კალანდია
- ლუკა გაფრინდაშვილი
- ლელა მგელაძე
- ალექსანდრე გორდეზიანი
- გიორგი დალაქიშვილი
- მერი ხობუა
- თამთა ჭელიძე
- დავით ბიტკაშა
- თინათინ ჯავახიშვილი
- ანა ჟღენტი
- მარიამ ღოღელიანი
- მარიამ რაზმაძე
- ნანა ვაშაკიძე
- გვანცა კალანდაძე
- მირანდა ხარაიშვილი
- სალომე შამანაძე
- ნონა მაჭავარიანი
- თამარი მაისურაძე
- გურანდა თეთრაძე
- ანი ასლანიშვილი
- ქეთი ოსეფაშვილი
სია განახლებადია. ხელმომწერთა სრული რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიხედვით, რომელიც ეფუძნება კონცეფციას “ერთი ქალაქი – ერთი უნივერსიტეტი”, ილიაუნში გაუქმდა 60-მდე სასწავლო პროგრამა. პრორექტორის, გიორგი გვილიას ცნობით, ამით უნივერსიტეტი დაკარგავს სტუდენტების დაახლოებით 90%-ს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რჩება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
ამავე თემაზე:








