სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სომეხთა გენოციდის მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, 10 თებერვალს ვენსმა მოინახულა ციცერნაკაბერდის მემორიალური კომპლექსი, რათა პატივი მიეგო მეოცე საუკუნის ბოლოს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
გამოცემის ცნობითვე, ვიზიტის ბოლოს მან მუზეუმის სტუმართა წიგნში შემდეგი სიტყვები დაწერა:
„გარდაცვლილთა მიმართ ღრმა პატივისცემით, ჩვენ ვაფასებთ სომეხი ხალხის გამძლეობას და ურყევ სულს. იმედია, ამერიკა და სომხეთი ერთად იმოძრავებენ მომავლისკენ, სადაც მეფობს მშვიდობა და ურთიერთგაგება.“









