ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა მოახლოებულ არჩევნებში

10 თებერვალი, 2026 •
ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა მოახლოებულ არჩევნებში

სომხეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში დაგეგმილ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ვენსმა ამის შესახებ განაცხადა 9 თებერვალს, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადებების დროს და აღნიშნა, რომ ფაშინიანი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება და პროგრამების წარმატებით განხორციელება, კერძოდ,TRIPP-ის პროექტის․

„ვფიქრობ, რეალურად არსებობს დიდი კაპიტალი, რომელიც დაინტერესებულია სწორედ ამ კონკრეტული პროექტით․ მსოფლიოში ბევრი ადამიანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სომხეთსა და TRIPP-ის პროექტში ინვესტირების გზით შესაძლებელია კარგი მოგების მიღება․ საკითხი უს არის, თუ როგორ უნდა გადავიყვანოთ სამშვიდობო შეთანხმება წარმატებით შემდეგ ეტაპზე და როგორ შევინარჩუნოთ პრემიერ-მინისტრი კარგ პოზიციაში, რათა მან შეძლოს მომავლისკენ კონცენტრირება․ ვიცი, რომ არჩევნები ახლოვდება, ამის შესახებ არ ვისაუბრებ, თუმცა, თუ ჩემს მხარდაჭერას რაიმე მნიშვნელობა აქვს, მას ეს მხარდაჭერა ნამდვილად აქვს, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება და მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება․ ეს ერთ ღამეში არ მომხდარა, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2025 წლის 8 აგვისტოდან მოყოლებული“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა․

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 2026 წლის 7 ივნისს․

 

მასალების გადაბეჭდვის წესი