რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს დირექტორის მოადგილეს, ვლადიმერ ალექსეევს საკუთარი სახლთან რამდენჯერმე ესროლეს.
ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხვადასხვა რუსული ტელეგრამ არხის ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
გარდიანის ცნობით:
- ალექსეევი ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც ვლადიმერ პუტინს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებდნენ.
- ის იყო ასევე იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც 2023 წლის ზაფხულში, „ვაგნერის“ ჯგუფის ამბოხის დროს, ევგენი პრიგოჟინთან მოსალაპარაკებლად გაგზავნეს.
- ალექსეევი სანქცირებულია ვაშინგტონის მიერ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. დიდმა ბრიტანეთმა კი მას სანქციები 2018 წელს „ნოვიჩოკით“ განხორციელებული თავდასხმის გამო დაუწესა.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პუტინი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. კრემლმა ალექსეევს გამოჯანმრთელება უსურვა.
რუსეთში დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.








