შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე – 1983 წელს დაბადებული ე.ა. ბრალდებული თავად შეეცადა, დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული კაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. უწყებაში ამბობენ, რომ თავად გამოცხადდა პოლიციის განოფილებაში.
დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
