თავისუფალი აზრის სახლი საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების შესახებ.

,,მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებასა და პროკურატურას, გამოიძიონ ეს ფაქტი და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცენ ამ ტრაგიკულ შემთხვევას’’, – წერია მიმართავში.

თავისუფალი აზრის სახლში განმარტავენ, რომ ამ საკითხს მცირე ხნის შემდეგ დაუბრუნდებიან და საზოგადოების სახელით, იუსტიციის სამინისტროსგან გამოძიების შესახებ პასუხს მოითხოვენ.

2010 წლის 27 ოქტომბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. დამწვრობის ცენტრში 22– დღიანი მკურნალობის შემდეგ, ფიფია 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *