აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს დატყვევებულმა ნიკოლას მადურომ და მისმა ცოლმა დღეს ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ თავი უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
BBC-ის ცნობით, მადურო და მისი ცოლი სასამართლოში პატიმრის ფორმითა და ხელბორკილებით მიიყვანეს. ვენესუელის ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც აშშ იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ის წესიერი ადამიანია და ჯერაც ვენესუელას პრეზიდენტია. ამ ეტაპისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით წყვილი გირაოს არ ითხოვს.
მადურო და მისი ცოლი 3 იანვარს, დილით, ამერიკის სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის მმართველობას დროებით ამერიკა გადაიბარებს, აშშ ასევე კონტროლს აიღებს ვენესუელის ნავთობის უზარმაზარ რეზერვებზე და ამერიკულ კომპანიებს დაიქირავებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციისთვის ქვეყნის განადგურებული ინდუსტრიის აღსადგენად. ტრამპის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიმდიდრის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მომტანი იქნება.








