“ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბს დაემშვიდობა.
დასამშვიდობებელ საღამოზე მან დიპლომატს “საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – იუწყება კობახიძის პრესსამსახური.
“შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.








