ახალი ამბები

პოლიციის რამდენიმე დეპარტამენტში ხელმძღვანელები შეიცვალა

11 დეკემბერი, 2025 •
პოლიციის რამდენიმე დეპარტამენტში ხელმძღვანელები შეიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციის რამდენიმე დეპარტამენტში შეიცვალა ხელმძღვანელი პირები. მათ შორის:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად.

მასალების გადაბეჭდვის წესი