ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი “სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებების” ბრალდებით

10 დეკემბერი, 2025 •
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი “სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებების” ბრალდებით

ბაქოს სასამართლომ დაიწყო საფრანგეთში მცხოვრები გაზეთ „აზადლიგის“ მთავარი რედაქტორის, განიმათ ზაჰიდის საქმის განხილვა. ჟურნალისტმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ გახმიანებულ მოწოდებებში და სისხლის სამართლის დევნა პროფესიული საქმიანობით ახსნა. იუწყება Meydan TV.

2025 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში დაუსწრებლად აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები 24 საზღვარგარეთ მცხოვრები ხელისუფლების კრიტიკოსის – ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ. მათ უმეტესობას ბრალად ედება ღია მოწოდებები სახელმწიფოს წინააღმდეგ და არეულობებისკენ საჯარო წაქეზება.

2011 წლის სექტემბერში განიმათ ზაჰიდი (ზაჰიდოვი) ოჯახის მიმართ მუქარების შესახებ საუბრობდა. კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში ის იუწყებოდა, რომ იძულებული გახდა ოჯახი ქვეყნიდან გაეყვანა „უსაფრთხოების გამო“. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო.

2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი