ახალი ამბები

თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის საკვებ ობიექტს, ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

28 ნოემბერი, 2025 •
თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის საკვებ ობიექტს, ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტში, ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, საწარმოო პროცესი შეჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაწესებულება გაუფრთხილებლად შეამოწმა და, როგორც უწყებაში აცხადებენ, “კრიტიკული შეუსაბამობები” აღმოაჩინა.

“ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას”, – აცხადებენ უწყებაში.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 1501

მასალების გადაბეჭდვის წესი