აფხაზური მედიის ცნობით, ბადრა გუნბა [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] კოდორის ხეობას ესტუმრა. დაიწყო გვირაბისა და გზის მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები.
გვირაბი ერთადერთი გზაა, რომლითაც ხეობაში შესვლაა შესაძლებელი.
აფხაზური მხარის ინფორმაციითვე, ამჟამად გვირაბი ავარიულ მდგომარეობაშია – ის 60 წელზე მეტია არ შეკეთებულა, თუმცა 2023 წელს მოწვეულ იყვნენ რუსი მშენებლები და მომზადდა გვირაბისა და ხიდის კაპიტალური რემონტის საპროექტო-საბიუჯეტო დოკუმენტაცია.








