„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-თან კვლავაც სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში იმყოფებიან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სურთ.
თუმცა კობახიძის თქმით, ჯერჯერობით აშშ-სგან პასიურობას ხედავენ.
„ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს – არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.








