ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, ხვალ თბილისთან ისევ დააყენებს პოლიციის საგუშაგოს აღების საკითხს

17 ნოემბერი, 2025 •
ცხინვალის ცნობით, ხვალ თბილისთან ისევ დააყენებს პოლიციის საგუშაგოს აღების საკითხს

სამშაბათს სოფელ ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში.

ცხინვალის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება “ქართველ პოლიციელთა საგუშაგო, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ტერიტორიის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან უკანონოდ არის განთავსებული”.

ოსური მედიის ცნობითვე, მხარეები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს დე ფაქტო საზღვარზე და განაალიზებენ დარღვევების შესახებ მონაცემებს, რომლებიც წარდგენილ იყო  IPRM-ის წინა შეხვედრის შემდეგ.

ერგნეთში გამართული შეხვედრები უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ტარდება. მასში მონაწილეობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები.

დღეს, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.

„ქართული ოცნება“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას აუქმებს

მასალების გადაბეჭდვის წესი