პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, თოფიგ იაღუბლუმ საერთაშორისო ჯილდო მიიღო. იგი მსოფლიო თავისუფლების კონგრესის მიერ დაწესებული „სიმამაცის“ (Courage Award) ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაცია უფლებადამცველმა არიფ იუნუსმა გაავრცელა.
მისი თქმით, ჯილდოზე ნომინაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო თოფიგ იაღუბლუს კანდიდატურა მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორმა, ლეილა იუნუსმა წარადგინა.
მთლიანობაში, წელს ჯილდოზე 60 ქვეყნიდან ადამიანის უფლებების დამცველები და პოლიტპატიმრები იყვნენ წარდგენილი.
Milli Şura-სა და „მუსავათის“ პარტიის წევრი თოფიგ იაღუბლუ 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.
2025 წლის 10 მარტს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იაღობლუ დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით თაღლითობაში და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენებაში.
ბრალდებების გასაპროტესტებლად 2025 წლის 1 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით 40-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 9 ნოემბერს ბერლინში გაიმართა. მისი სახელით ჯილდო ლეილა და არიფ იუნუსებმა მიიღეს.







