ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუს პოლიტტექნოლოგებს აფხაზეთიდან გავაძევებთ – აფხაზეთის СГБ

5 ნოემბერი, 2025 •
რუს პოლიტტექნოლოგებს აფხაზეთიდან გავაძევებთ – აფხაზეთის СГБ

აფხაზური ტელეგრამ არხების ცნობით, რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც უკანონოდ ახორციელებდნენ საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე და დაქირავებული იყვნენ არაკომერციული ორგანიზაციის — „აფხაზეთის გუნდის“ მიერ, დღეს, 5 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

СГБ-ს თანამშრომლების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ისინი ქვეყნის ტერიტორიიდან იქნებიან დეპორტირებული/გაძევებული.

“აიაშარას” ტელეგრამ არხის ცნობით, სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის წინასაარჩევნო ბანერის უკან მოქმედ ოფისში რუსეთის მოქალაქე პოლიტტექნოლოგები აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით ამზადებენ გაზეთსა და პროპაგანდისტულ მასალებს. მათ მუშაობას, ტელეგრამ არხის წყაროს ცნობით, აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.]პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს აფარებს.

სოხუმში რუსი პოლიტტექნოლოგები არალეგალურად მუშაობენ – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი