ახალი ამბები

მანჩო გიორგობიანი 9-წლიანი მუხლით დააკავეს

5 ნოემბერი, 2025 •
მანჩო გიორგობიანი 9-წლიანი მუხლით დააკავეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა (მანჩო) გიორგობიანი დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც  სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მანჩო გიორგობიანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2013 წელს რესტორან “ლა ტრუფეში” მომხდარი ინციდენტიდან, როდესაც მას თანმხლებ პირებთან ერთად ჩხუბი მოუვიდა ნიკა მელიასთან და ენმ-ის მაშინდელ სხვა ლიდერებთან. ამის შემდეგ გიორგობიანი წლების განმავლობაში პოზიციონირებადა “ქართული ოცნების” მხარდამჭერად. გუშინ გიორგობიანი ჯერ დაემუქრა “ოცნების” შს მინისტრ გეკა გელაძეს, ხოლო შემდეგ პოსტი წაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი