ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტრანზიტი ამუშავდა – აზერბაიჯანის გავლით ხორბალი სომხეთში გაიგზავნა

4 ნოემბერი, 2025 •
ტრანზიტი ამუშავდა – აზერბაიჯანის გავლით ხორბალი სომხეთში გაიგზავნა

ყაზახეთში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გახმოვანებული განცხადების შესაბამისად, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციის პერიოდიდან მოქმედი ყველა შეზღუდვის მოხსნას და სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტს, ხორბლით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ჩავიდა.

APA-ს ინფორმაციით, 4 ნოემბერს, 00:15 საათზე,  აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებით ტრანზიტის წესით, რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში, დალარიკის სადგურზე გაიგზავნა 15 ვაგონი ხორბალი, საერთო წონით 1048 ტონა და 800 კილოგრამი.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წლის 21 ოქტომბერს, ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა იმგვარი შეზღუდვა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე, რომელიც “ოკუპაციის დროიდან არსებობდა”.

მოგვიანებით სომხეთის რესპულიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა კი განაცხადა, რომ მალე ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში შევიდოდა ხორბლის პირველი პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი