ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ელჩმა მამუკა მდინარაძეს წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა – სომხური მედია

24 ოქტომბერი, 2025 •
სომხეთის ელჩმა მამუკა მდინარაძეს წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა – სომხური მედია

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მამუკა მდინარაძესთან.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში განაცხადეს.

საელჩოს ცნობით, ელჩმა სმბატიანმა მდინარაძეს თანამდებობაზე დანიშვნის გამო მიულოცა, უსურვა წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა.

აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი