ახალი ამბები

კაცს, რომელიც სისტემატიურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

23 ოქტომბერი, 2025 •
კაცს, რომელიც სისტემატიურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს, უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატიურად აუპატიურებდა – ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცი 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი