ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს

22 ოქტომბერი, 2025 •
თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს

ამჟამად თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, რომელმაც საქართველოს ციხე დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა, ოჯახი ეძებს.

“ყოველდღე აქციებზე დადიოდა ჩემი ქმარი. დღეს საღამოს ბინიდან გასვლის წინ მომწერა, რომ სახლიდან გადის, თუმცა უახლოეს მეტრომდეც ვერ მივიდა, სადაც მეგობარი ელოდა [ვისთან ერთადაც აქციებზე დადიოდა]. უსაფრთხოების მიზნით, სახლთან [რომელსაც ის ქირაობდა] კამერაც დავაყენეთ, მაგრამ 10 წუთის განმავლობაში კამერა არ მუშაობდა, მერე ჩაირთო. ინტერნეტი გამორთულია, ტელეფონზე ზარი გადის”, – უთხრა ნეტგაზეთს აფგან სადიიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ, რომელიც ქმრის პატიმრობის პერიოდში უსაფრთხოების მიზნით მცირეწლოვან შვილებთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა.

აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე იდგა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

“ჩემი ბრძოლის ადგილი ახლა რუსთაველის გამზირია” – აფგან სადიგოვი 5 თვეა საქართველოდან ვერ გადის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი