ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაჩამ განაცხადა, რომ შეშფოთებია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რომელიც მოყვა 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს და შემდგომ არეულობებს, “მთავრობის შეცვლის გამოცხადებულ მცდელობას”.
ლუის გრაჩა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად და შიშის გარეშე საქმიანობა:
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობას, ანგარიშვალდებულებასა და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ იმუშაონ მხოლოდ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების ფარგლებში.
სპეციალურმა წარმომადგენელმა გაიხსენა 2025 წლის ივლისში მიღებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პორტუს დეკლარაცია, რომლშიც გამოთქმულია ასამბლეის შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვის შესახებ.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია იმისა, რომ მხარი დაუჭიროს ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას”.







