ახალი ამბები

პოლონეთის მოქალაქეების ცემის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

10 ოქტომბერი, 2025 •
პოლონეთის მოქალაქეების ცემის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ადამიანი — 2005 წელს დაბადებული ა.კ. — დააკავეს.

2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს.

„ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, — აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს.

შეგახსენებთ, პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბერს თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთობლივად ორგანიზებული დაბრუნების ოპერაცია განახორციელეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თბილისში პოლონელი ოფიცრები დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი