აფხაზეთის მკვიდრი, დაჯგუფება “პიატნაშკას“ მებრძოლი ბათალ ბიგვავა  (მეტსახელად „ბალუ“) დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც რუსეთის მხარეს მოხალისეობრივად იბრძოდა.

როგორც აფხაზური მედია წერს, “ის ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იბრძოდა – ავდეევკაში, ჩასოვ იარში, კურსკის ოლქში და კონსტანტინოვსკის მიმართულებით. რამდენჯერმე დაიჭრა, თუმცა კვლავ უბრუნდებოდა ბრძოლის ველს”.

აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.