ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისმა დამ, თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა.

მამუკა ჩარკვიანი იყო თვითნასწავლი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი. როგორც საუკეთესო მუსიკის ავტორს და შემსრულებელს მიღებული აქვს არერთი პრიზი.

2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან მამუკა ჩარკვიანის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.