17 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე დააკავეს აქციის ორი მონაწილე — ლადო ბეროზაშვილი და ზურა მენთეშაშვილი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტრადიციული აქცია პარლამენტთან სრულდებოდა. კადრებში ჩანს, რომ სამანქანო გზა უკვე გახსნილია.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.