Nikol Pashinyan

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს 14-15 აგვისტოს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში დაგეგმილ ევრაზიული მთავრობათშორისი საბჭოს სხდომაში.

ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა.

მისი თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ “პრემიერი შვებულებაში იმყოფება”.

სომხეთს სხდომაზე წარადგენს ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი.