ახალი ამბები

მედია და ინტერნეტი – კონფერენციის მთავარი თემები

11 ნოემბერი, 2010 • • 1083
მედია და ინტერნეტი – კონფერენციის მთავარი თემები

მედიის სფეროში მიმდინარე მოვლენები და ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები ის თემაა, რომელზეც სამხრეთ კავკასიის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრებენ.

ყურადღება გამახვილდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ახალი ტექნოლოგიების საკითხზე, მათ შორის, ინტერნეტზე.

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ინფორმაციის ყოველწლიური მე-7 მედია კონფერენცია დაიწყო. კონფერენციას ეუთო-ს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში მასპინძლობს.

განსახილველი თემები მოიცავს – საერთაშორისო სტანდარტებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხში, ინტერნეტის განვითარებას და რეგულირებას, და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

კონფერენციის მონაწილენი არიან: სამთავრობო სტრუქტურათა წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ექსპერტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონფერენციას ასევე დაესწრება ორი ექსპერტი ყაზახეთიდან.

კონფერენციის მონაწილენი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რაც წარმოდგენილი იქნება დეკლარაციაში, რომლის საფუძველზეც სამომავლო საქმიანობები დაიგეგმება. 

ორდღიან კონფერენციას ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი უხელმძღვანელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი