ახალი ამბები

ორგანიზაციას შეეძლება, გრანტზე ინფორმაცია გააციფრულოს ისე, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება – კუპრაშვილი

23 ივნისი, 2025 •
ორგანიზაციას შეეძლება, გრანტზე ინფორმაცია გააციფრულოს ისე, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება – კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ,  გრანტის შესახებ ინფორმაცია გააციფრულონ ისე, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება.

ამის შესახებ მან დღეს, 23 ივნისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

კუპრაშვილის თქმით, აღნიშნულ პლატფორმას ორგანიზაციებს მომდევნო კვირაში წარუდგენენ. მისი თქმით, შემდეგ კვირაში დაახლოებით 400 ორგანიზაციასთან შეხვედრაა დაგეგმილი.

„სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრანტების მიღების დროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს ისე, რომ კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას არ შეექმნას რაიმე დამატებითი დისკომფორტი. ჩვენ ამისთვის ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს, რაც მომდევნო კვირაში იქნება მიწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, გააციფრულოს თავისი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული და ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ასეთი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მონაცემებთან მიმართებით ვიხელმძღვანელებთ იმ გაციფრულებული ინფორმაციით, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ფაქტებს, როცა შეფარვით დაიწყებს სხვა რაღაც საქმიანობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით კიდევ უფრო მეტი ნდობა გვექნება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი