ახალი ამბები

ლიეტუვის საგარეო: გვარამიას დაკავება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის რეაგირებას ახლავე

14 ივნისი, 2025 •
ლიეტუვის საგარეო: გვარამიას დაკავება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის რეაგირებას ახლავე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას დაკავებას X-ზე ეხმაურება და ევროკავშირისგან 27-ვე ქვეყნისგან რეაგირებას ითხოვს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნუკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება კარგად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მთავრობაშია.

„ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტის და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ძალა სინამდვილეში.

აუცილებელია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ახლავე და სერიოზული განხილვა ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC) იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ფორმატი. ის, რომ დროული რეაგირება შეუძლებელია, არ აუქმებს პასუხისმგებლობას”, – წერია უწყების განცხადებაში.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

პროცესს თავად ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში წავიდა.

ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ნიკა გვარამიასაც პატიმრობა შეეფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი