ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ხატია წილოსანი დაიკავებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ხატია წილოსანის კანდიდატურა დასანიშნად „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.

ხატია წილოსანი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.