აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა ელჩად დასანიშნად „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.
როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, თამარ ტალიაშვილი ელჩის თანამდებობას 10 ივლისიდან დაიკავებს.
აშშ-ში ელჩი საქართველოს მას შემდეგ აღარ ჰყავს, რაც 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ელჩის თანამდებობა დავით ზალკალიანმა დატოვა.
რაც შეეხება თამარ ტალიაშვილს, ამ დრომდე ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ი „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო ჯერ თბილისის საკრებულოში, შემდეგ კი, პარლამენტში.
თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ხატია წილოსანი ჩაანაცვლებს.