სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის გაუქმებას. ის ამ გადაწყვეტილებას მიქელაძის სახელის როგორც დიპლომატებისთვის ღირსების მაგალითის გაქრობას უწოდებს.
“ინსტიტუტის ლიკვიდაცია თუ ლევან მიქელაძეს სახელის და სხვა დიპლომატებისთვის ღირსების მაგალითის გაქრობაა?! პარალელურად ნატო და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმება! ანწუხელიძეს გმირობის შეურაცხყოფა! ეს ერთი მიმართულებაა ! აქ საერთო ხაზი რუსეთის კარნახია და არა “საქართველოს ინტერესები” რომელზეც აპელირებენ!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დიპლომატიის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება 5 ივნისით თარიღდება. მას ხელს აწერს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. მან ლიკვიდაციის დასრულების საბოლოო თარიღად 2025 წლის 1-ელი ივლისი დაადგინა.
ინტიტუტის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულია საგარეო საქმეთა მინისტრო, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სასწავლო ცენტრი 2011 წელს. 2012 წლიდან ცენტრი მუშაობდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. 2018 წლიდან მას ანალიტიკური მიმართულებაც დაემატარა და ცენტრი სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
ინსტიტუტის საქმიანობის მიზანი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მისი აუდიტორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეები, ასევე, სტუდენტები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ინსტიტუტის სამიზნე აუდიტორია მოიცავდა აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს.
ლევან მიქელაძე არის ცნობილი ქართველი დიპლომატი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამავე თემაზე: