რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი კიდევე ერთხელ ეხმაურება აშშ-საქართველო ურთიერთობებს. ის ამ საკითხს განიხილავს “ქართული ოცნებისა” და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ურთიერთობების კონტექსტში.

“არალეგიტიმური “ქართული კოშმარი” მოთხოვნებს უყენებს აშშ–ს მაშინ, როცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აძლევს კონტროლის შესაძლებლობას მის ინფრასტრუქტურაზე მრავალმილიონიანი კონტრაქტებით.

არ შეცდეთ, “ქართული ოცნების” რეჟიმი და მისი კორუმპირებული მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი, შუა დერეფნის კრიტიკულად მნიშნელოვან მინერალებზე წვდომას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემენ მაშინ, როცა ბლოკავენ აშშ. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და არც შეურაცხყოფას მოითმენს”, – წერს უილსონი.

ამავე თემაზე: