თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია პატიმრების ახლობლებს შეხვდა.

დელეგაციას სურდა შეხვედრა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა, რასა იუკნევიჩიენეს ცნობით, ნებართვა ვერ მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილი აპატიმრებს სტუდენტებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა მრავალს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ ხელისუფლებამ ნებართვა არ გასცა. არ გაგვკვირვებია“, — წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან, რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარების დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიენე (ლიეტუვა, EPP), ნაჩო სანჩეს ამორი (ესპანეთი, S&D), ადრიან ვაზკეს ლაზარა (ესპანეთი, EPP), კატარინა ვიეირა (ნიდერლანდები, Greens/EFA).