ახალი ამბები

კლუნების ფონდი: მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ

16 მაისი, 2025 •
კლუნების ფონდი: მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ

კლუნების ფონდმა, რომელიც მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს აწარმოებს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორის საქმე აჩვენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში.

მათი თქმით, მზიას ბოლო სხდომაზე სასამართლომ ჩახსნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.

“ქართული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ამ კვირაში თავის დაბადების დღეს ციხეში შეხვდა.

მის ბოლო სხდომაზე სასამართლომ ჩახსნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.

პროკურატურამ გამოიყენა სადავო საქმეები, რათა მზია „განმეორებით დამნაშავედ“ გაესაღებინა.

პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუჩენიათ.

მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში.

მსოფლიო აკვირდება ამ საქმეს”, – წერს კლუნების ფონდი.

18 მარტის შემდეგ, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს.

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი