ახალი ამბები

ევროპის დღეს მოქალაქეები მართავენ აქციას “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”

9 მაისი, 2025 •
ევროპის დღეს მოქალაქეები მართავენ აქციას “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”

თბილისში, ევროპის მოედანზე, ამ წუთებში იმართება აქცია “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია”. აქციის ლოკაციაც და ადგილიც 9 მაისს, ევროპის დღეს ეძღვნება.

17:00 საათზე მარშები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრა ევროპის მოედნის მიმართულებით. ეს ლოკაციებია: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და რესპუბლიკის მოედანი.

მარშების მონაწილეები მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოუწოდებენ.

მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა დღეს დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” დასავლეთმა მეტი სანქცია დააწესოს.

ევროპის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაშიც, რასაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.

„ევროპის მოედანზე“ დამონტაჟებულია სცენა, სადაც სინდისის პატიმრების მშობლები, მსახიობები და სხვა დემონსტრანტები სიტყვით გამოსვლებს მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი