ახალი ამბები

ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

6 მაისი, 2025 •
ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად აირჩია.

დღეს, 6 მაისს, განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე კანცლერის თანამდებობაზე მერცის დანიშვნას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მერცს კანცლერად არჩევისთვის მინიმუმ 316 ხმა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მერცის კონსერვატიული ბლოკი და მისი კოალიციური პარტნიორი ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) ბუნდესტაგში, ჯამში, 328 ხმას აკონტროლებენ, დღეს გამართულ პირველ კენჭისყრაზე მერცის კანდიდატურა ჩავარდა, რადგან მას მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა.

განმეორებითი კენჭისყრისას კი მერცმა ოდნავ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე კანცლერად არჩევისთვის სჭირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი